yvarelis municipaliteti  
  

 

 

yvarelis municipalitetis soflebi
ყვარლის მუნიციპალიტეტი შედის კახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.

მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.

ყვარლის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი და 21 სოფელი. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან ახალსოფლის, ბალღოჯიანის, გავაზის, გრემის, ენისელის, კუჭატნის, მთისძირის, საბუის, შილდისა და ჭიკაანის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ფართობია 1 000 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 29 827 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 29,8 კაცი. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი ყვარელი. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის ახალსოფელი (4158 ადამიანი), ყვარლიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი შაქრიანი (35 კმ.).

 

1 ალმატი 7 ენისელი 13 საბუე 19 ჩანტლისყურე
2 ახალსოფელი 8 ზინობიანი 14 სანავარდო 20 წიწიკანაანთსერი
3 ბალღოჯიანი 9 თივი 15 საცხენე 21 ჭიკაანი
4 გავაზი 10 თხილისწყარო 16 შაქრიანი    
5 გრემი 11 კუჭატანი 17 შილდა    
6 გრძელი ჭალა 12 მთისძირი 18 შოროხი